“პენტაგონის “დაუსახელებელი ოფიციალური პირები” პუტინის ლიკვიდაციით დაიმუქრნენ” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაცია სურთ.

ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში თქვა.

„ვაშინგტონი ყველაზე შორს წავიდა: იქ პენტაგონის ზოგიერთი „დაუსახელებელი თანამდებობის პირი“ დაიმუქრა კრემლზე გამანადგურებელი დარტყმის მიყენებით, რეალურად საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეზე. თუ ვინმე ასეთ იდეებს ავითარებს, ვიღაცა ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, ასეთი გეგმების განხორციელების, შესაძლო შედეგებზე”,- თქვა ლავროვმა.

ლავროვს ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები