რატი იონათამიშვილი – ზურაბიშვილზე: პროტოკოლური თემები ხელოვნურად მოგონილია

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხელოვნურად გამოგონილი პროტოკოლური საკითხით აპელირება მსგავს თემებზე, ძალიან უხერხულია, მით უმეტეს, როდესაც იმართებოდა ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ეს მისი მხრიდან აჩვენებს დამოკიდებულებას ამ ღონისძიებისადმი და ამ შემთხვევაში პროტოკოლური თემები ხელოვნურად მოგონილია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. მათივე განცხადებით, ამგვარ დარღვევას, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები