Associated Press: უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მთავრობას სურს, რომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტი გამართოს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Associated Press-სთან საუბარში აღნიშნა, სამიტი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება.

მინისტრის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს 2023 წელს ომის მოსაგებად.

„ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად მთავრდება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები