ირანელ ქალს, რომელმაც აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანელ ქალს „პროსტიტუციის წახალისებისთვის“ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც მან პროტესტის დროს თავსაბურავი მოიხსნა.

თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ 25 წლის მაჰსა ფეირავს გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „კორუფციისა და პროსტიტუციის წახალისებაში“, ასევე „შეთქმულების ორგანიზებაში“.

მაჰსა ფეირავი საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პროტესტის ნიშნად ირანის დედაქალაქში, მირდამადის ბულვარში თავსაბურავი მოიხსნა.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს „მორალის პოლიციამ“ 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ​მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები