ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, ის იმედოვნებს, რომ ომის დასრულების პირობებს, რომელიც მან G20-ის სამიტზე გააჟღერა, ინდოეთიც შეუერთდება.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინდოეთის პრემიერმა ზელენსკის „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე პირდაპირ არ გმობს და არც ოკუპანტი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება.