იენს სტოლტენბერგი: შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები 2023 წლის ბოლომდე გახდებიან

Press Conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg

შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები 2023 წლის ბოლომდე გახდებიან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში სააგენტო DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება.

ალიანსის ხელმძღვანელი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები