ესპანეთში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი
ესპანეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 2 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ავტობუსში 9 პირი იმყოფებოდა.
როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ორი გადარჩენილი – ავტომობილის 63 წლის მძღოლი და მგზავრი – მაშველებმა მდინარიდან თოკით ამოიყვანეს და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.