ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი №2
30 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტArt“ უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილ ეროვნულ პროექტს წარმოადგენს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობა – ერთ მუსიკალურ წარმოდგენად; მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში, ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აღიარებულ სოლისტებთან ერთად.
მუსიკალური კონცეფციისა და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი;
სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე; დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე; გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი.
პროექტი კომპანია „მაგთის“ ხელშეწყობით შეიქმნა. გენერალური პარტნიორი – „საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი“.
პროექტი კომპანია „მაგთის“ ხელშეწყობით შეიქმნა. გენერალური პარტნიორი – „საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი“.