პუტინმა მედვედევი სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კიდევ ერთ თანამდებობაზე – რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მანამდე, სამხედრო-სამრეწველო კომისიის შესახებ დებულებების შესაბამისად, ამ სტრუქტურაში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, აღნიშნულ თანამდებობაზე, მედვედევმა მიიღო უფლებამოსილება წარმართოს კომისიის სხდომები და შექმნას მასში საბჭოები და სამუშაო ჯგუფები.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები