დონეცკში ტერორისტებმა ლტოლვილთა მშვიდობიანი კოლონა დაცხრილეს – გარდაცვლილთა შორის ბავშვები და ქალები არიან
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, შეუჩერებელი ბრძოლების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებას ცდილობს. მისივე ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონას ყუმბარმტყოცნებიდან და “გრადის” ტიპის სარაკეტო დანადგარებიდან ცეცხლი ლუგანკის სიახლოვეს გაუხსნეს.
“ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები, გარდაცვლილთა რიცხვი დგინდება, ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებას ცდილობდნენ”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდერი ლისენკომ.