შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში

“მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში. ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები ვინც არ საჭიროებენ სოციალურ დახმარებას, აღარ დარჩნენ ბაზაში.

„მნიშვნელოვანი არის თანასწორობა, მათ შორის თანასწორობა სოციალურ პოლიტიკაში. ფაქტია, გამოვლენილი არის, რომ არიან სხვადასხვა შეძლების მქონე ადამიანები, ვინც არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრილები. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. 2020 წლის პანდემიის დროს ფაქტობრივად გაიყინა სისტემა. დაემატნენ ადამიანები 2020-2021 წელს გასაგები მიზეზების გამო იმიტომ, რომ იყო ეკონომიკური ვარდნა და რა თქმა უნდა ამან მოსახლეობაზეც იმოქმედა. თუმცა მოსახლეობის ინტერესებისთვის არ ხდებოდა მკაცრი მიდგომა სოციალურად დაუცველთა ბაზების გადამოწმების მხრივ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს მიხედავს. მიყვება დეტალურად, ინდივიდუალურად. შეფასდება მდგომარეობა და ინდივიდუალური მიდგომით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ნახეთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ადამიანებს ავტომობილები აქვთ ნაყიდი, სხვადასხვა ქონება აქვთ. ეს არის უსამართლო მათ მიმართ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სოციალურ დახმარებას და ამ ბაზაში ყოფნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები