ნატო და ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ აღმოუჩენს

ნატო და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, –  ამის შესახებ ფინურ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნას ის უარით პასუხობს.
“ეს შეუძლებელია ნატოს მხრიდან, რადგან უკრაინა არ არის ალიანსის წევრი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია სამხედრო დახმარება გავუწიოთ მას. ევროკავშირს კი არ ჰყოფნის ძალები სრულფასოვნად დაეხმაროს უკრაინას“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა. მისივე თქმით, 2008 წლის ომმა საქართველოში და უკრაინის კრიზისმა აჩვენა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ძალა, რათა თავისი პოლიტიკა გაამყაროს, ეს სიტუაცია კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები