„პრეზიდენტი მარგველაშვილი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში სააკაშვილის ფრთის ნომერ პირველი წარმომადგენელია“

„პრეზიდენტი მარგველაშვილი სამართლიანობის აღდგენისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირსპირებაზე საუბრობს. როგორც „ასავალ-დასავალი“ წერს, „ნაციონალებს“ მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის – 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ამ ერთ-ერთი სიმბოლოს – შემნახველად და ყარაულად ჰყავთ დაყენებული.
სტატიაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა სამართლიანობის აღდგენის პროცესის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ გაილაშქრა, როდესაც საქმე უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს შეეხო.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ მარგველაშვილს არაფრისდიდებით არ სურდა პროკურატურის კანონერი მოთხოვნის შესრულება და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს! ეს ნიშნავს, იმას, რომ მარგველაშვილს არ სურდა სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა იმისათვის, რომ იგი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს პირადი კომფორტისათვის, დასვენებისათვის, კოსმეტიკური პროცედურებისათვის ხარჯავდა! თანაც მარგველაშვილი პროკურატურას სააკაშვილის საქმეზე გრიფი“საიდუმლოს“ მოხსნაში რომ გაუძალიანდა, ამით მან ე.წ. მესიჯი გაუგზავნა „ნაციონალებს“, პირველ რიგში კი, მათ ევროპელ და ამერიკელ მფარველებს – ბიჭებო, აქეთ ჩემსკენ გამოიხედეთ, ხომ ხედავთ, თქვენიანი ვარ და რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ სამართლიანობის წინააღმდეგო!
მას შემდეგ რაც, სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის გამო ბილდტ-მაკკეინები და მიშას სხვა აპეკუნები ირაკლი რარიბაშვილს გიენებივით დაესხნენ თავს, მარგველაშვილმა მათ ღიად მიანიშნა და აგრძნობინა, ღარიბაშვილთან ბრძოლაში ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ფსონი ჩემზე დადოთო!
დღეს, პრეზიდენტი მარგველაშვილი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში სააკაშვილის ფრთის ნომერ პირველი წარმომადგენელია! მარგველაშვილი დღეს იმ „მეხუთე კოლონის“ ლოკომოტივია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში თანდათან უფრო იკვეთება და თავის რეალურ სახესა და მიზნებს ამჟღავნებს.
მარგველაშვილი ყოველთვის „ნაცმოძრაობისა“ და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წიაღში ტრიალებდა! მარგველაშვილი დღესაც არ მალავს, რომ გიგა ბოკერია, ნიკა რურუა, ლევან რამიშვილი მისი ძმები არიან!“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები