რუსეთი ევროკავშირს და ამერიკას დამატებით სანქციებს უწესებს

რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირს და ამერიკას დამატებითი სანქციები დაუწესა, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტის შეჩერებას ეხება. ამის შესახებ „ვედომოსტის“ კორესპონდენტს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ორი ექსპერტი ესაუბრა. რუსი ეკონომისტების თქმით, მათ ახალი სანქციების პირობები ვლადიმერ პუტინს უკვე გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სექტორული ტიპის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, მომზადდა საპასუხო სანქციების მთელი სერია, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პიროებებიც მიემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები