პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და პირველი მოსმენით – 81 ხმით მიიღო

????????????????????????????????????

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და პირველი მოსმენით – 81 ხმით მიიღო.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განცხადებით, კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას.

„დღეს ჯარიმა არის ერთჯერადი და 50 ლარითაა განსაზღვრული, რაც ბიძგს აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარონ ავტომობილს, რომელიც შეიძლება უფრო მეტი ღირდეს, ვიდრე ჯარიმის ოდენობაა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები