„საქართველოს საარჩევნო კოდექსში” და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით – 96 ხმით მიიღო, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება – 93 ხმით.

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის (OSCE/ODIHR) ერთობლივი წინასწარი დასკვნის განხილვა და რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.

„ვენეციის კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათი დასკვნიდან ძალიან ბევრი რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნა გათვალისწინებული და, შესაბამისად, ასახულია კანონპროექტში, რის საფუძველზეც 15 დეკემბერს მეორე მოსმენით, ფართო მხარდაჭერით დამტკიცდა კიდეც”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. კანონპროექტებში შემდეგი ცვლილებები შევა: პირველი სხდომის ჩატარება – კომისიის უფლებამოსილების ცნობა იმპერატიულად არჩევნებამდე 30-ე დღეს განხორციელდება; ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები დეტალურად გაიწერება; ყველა ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაექვემდებარება მარკირებას; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი იქნება წინასწარი შედეგების შემაჯამებელი, ხოლო შემდგომში თითოეული კომისია მყისიერად დაიწყებს ბიულეტენების ხელით დათვლას, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარდგენილი; ცვლილებები ეხება ადგილობრივ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების გამკაცრებასაც, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადას, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ვადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები