უკრაინის არმიამ გორლოვკა ალყაში მოაქცია

უკრაინის არმიის სამხედრო შტაბის საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, სამთავრობო არმიის შენაერთებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი გორლოვკა. ამის შესახებ,,წინააღმდეგობის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა.
ცნობილი გახადა ასვე, რომ ნაციონალური გვარდიის ნაწილები აპირებებენ ლუგანსკის სრულ ბლოკირებას. ამ დროისთვის კი მიმდინარეობს ბრძოლები აეროპორტის ხელში ჩასაგდებად.
„უკრაინის არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს დასახლებულ პუნქტ ილოვაისკთან, ასევე ბრძოლები მიმდინარეობს ილოვაისკი-ზუგრესის მიმართულებით. ალყაშია მოქცეული შახტიორსკი, ლუგანკის გარეუბნები და ტორეზი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთები კონტრშეტევებს ანხორციელებენ საურ-მაგილის რაიონში“,- განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები