“რუსეთის ბირთვულმა ტრიადამ წვრთნების დროს საპასუხო ბირთვული დარტყმა შეიმუშავა” – შოიგუ
რუსეთის ბირთვულმა ტრიადამ, სპეციალური წვრთნების დროს, მტრის წინააღმდეგ მასიური საპასუხო ბირთვული დარტყმა წარმატებით შეიმუშავა, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უწყების გაფართოებულ სხდომაზე.
„სპეციალური წვრთნების დროს სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა, მტრის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ, მასიური ბირთვული დარტყმის განხორციელების ამოცანები წარმატებით შეასრულეს”, – თქვა შოიგუმ.