აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განსაზღვრა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები განსაზღვრა. კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელშიც დონორი ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ ნინო წილოსანმა მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობაც შეაჯამა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივებსა და აქტივობებზე, რომლებიც კომიტეტმა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განახორციელა.
„ამ ორგანიზაციების გარეშე როგორც ჩვენ, პარლამენტი, ისე მთლიანად აღმასრულებელი სტრუქტურები ვერ მოახერხებდნენ აგრარულ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას, დაწყებული საკანონმდებლო ორგანოდან და გაგრძელებული პროგრამული უზრუნველყოფით, ასევე თითოეულ ეტაპზე განხორციელებული ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებით,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე მადლობა გადაუხადა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს აქტიური თანამშრომლობისათვის.
„ვისაუბრეთ საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რომელთა ინიცირება მომავალ წელს მოხდება. განვსაზღვრეთ მომავალი წლის პრიორიტეტები. მომავალ წელს გავაგრძელებთ და დავასრულებთ მუშაობას ფერმერული მეურნეობის შესახებ კანონზე, ნიადაგის შესახებ კანონზე. ვიმუშავებთ ასევე თემატურ მოკვლევებზე სასურსათო უზრუნველყოფასთან და აგრარულ სექტორში ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. UNICEF-თან ერთად დავიწყეთ და ვახორციელებთ პროექტს „ფერმერები ბავშვებისთვის,” – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
დონორებმა და განვითარების პარტნიორებმა სხდომაზე გამოხატეს მომავალ წელსაც მზადყოფნა გამოთქვეს ექსპერტულ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), მსოფლიო ბანკის, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (EDA) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის (CENN) წარმომადგენლები.