„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ბიუჯეტი იზრდება

სოფლის მეურნეობის სექტორში მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, 2023 წელს, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით იზრდება და 7 მლნ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოსავლის ამღები ძვირადღირებული ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვაც.
„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 408 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა შეძენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები