პუტინი წელს არც ფედერალურ სათათბიროს მიმართავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყნის ფედერალურ სათათბიროს წელს არ მიმართავს.
როგორც მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, მიმართვა 2023 წელს იქნება, თუმცა, თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.
პესკოვის განმარტებით, მიმართვის გაუქმება პრეზიდენტის დაძაბულ გრაფიკს უკავშირდება.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსა და ფედერაციის საბჭოს წევრებისადმი ყოველწლიური მიმართვა ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის 84-ე მუხლშია გაწერილი.
თვის დასაწყისში ასევე გახდა ცნობილი, რომ პუტინი, 2012 წლიდან პირველად, დიდ პრესკონფერენციას არ გამართავს.
როგორც დასავლელი ექსპერტები ამბობენ, აღნიშნული უკავშირდება იმას, რომ პუტინს ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი იმ დროს – როდესაც უკრაინაში დაწყებული “სპეცოპერაცია” პრაქტიკულად წარუმატებელია და ქვეყანა უზარმაზარ ადამიანურ დანაკარგს განიცდის.