დონეცკი და ლუგანსკი 22 ათასმა ადამიანმა დატოვა
გაერთიანებული ერების ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის მანძილზე დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორია 22 ათასმა ადამიანმა დატოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პერიოდის მანძილზე ქალაქები შეუჩერებელი საარტილერიო ცეცხლით იბომბებოდა. ამის შესახებ პირველად განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკორდინაციო საბჭომ, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებსაც კურირებს. აღსანიშნავია, რომ 1 იდან 8 აგვისტომდე ქალაქები დატოვა 6.2 ათასმა ადამიანმა.