რას სთხოვს ზელენსკი ბაიდენს ვაშინგტონში ვიზიტის დროს – Politico

ვაშინგტონში ვიზიტის დროს, უკრაინის დელეგაცია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ სთხოვს ჯო ბაიდენს და მის გუნდს, უკრაინას მიაწოდონ რაკეტები – ATACMS, რომელთა ფრენის დიაპაზონი 300 კილომეტრია.

ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, უკრაინის დელეგაციას ასევე სურს, მიიღოს დრონები – Grey Eagle და Reaper.

“მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად დათმობისთვის მზად არ არიან. თეთრმა სახლმა ATACMS-ის გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა. კიევისთვის შორი დისტანციური რაკეტების მიწოდებამ შესაძლოა, პუტინი პოტენციურად უფრო მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს”, – წერს გამოცემა.

Politico აღნიშნავს, რომ აშშ-ის ყოყმანმა უკრაინელი ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია და აიძულა, დახმარება სხვებისგან ეთხოვა, მათ შორის, ნატო-ს გარეთ.

„ახლა უკრაინელები შიშობენ, რომ ამ ზამთარში ბრძოლის ველზე წინსვლას ვერ შეძლებენ და ხერსონის გათავისუფლების შემდეგ მიღებულ იმპულსს დაკარგავენ“, – აღნიშნავს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები