„ამ საათს საჩუქრად გაძლევთ მამაჩემის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩემი ხალხის პატივისცემის ნიშნად“…

სხვიტორელმა კლარა მაჭარაშვილმა ხელოვნების სასახლეს უნიკალური საათი გადასცა საჩუქრად, რაზედაც ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია წერს ფეისბუქის გვერდზე.
„99 გრამი ბაჯაღლოს ეს უნიკალური საათი, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ჟენევაშია დამზადებული, დღეს სხვიტორიდან უხუცესმა მუზეუმელმა, კლარა მაჭარაშვილმა ჩამოიტანა და საჩუქრად გადმოგვცა… აქვე დასძინა: „ამ საათს საჩუქრად გაძლევთ მამაჩემის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩემი ხალხის პატივისცემის ნიშნად, თქვენი მუზეუმის და კულტურის სამინისტროს ნდობის დასტურად”…
ეს საათი ძვირფას ისტორიას ინახავს, ის აკაკი წერეთლის სახლეულის მკვიდრს, სოლომონ მაჭარაშვილს ეკუთვნის, 1924 წელს სოლომონი, აჯანყებულებთან ურთიერთობის ბრალდებით, კალუგაში გადაასახლეს.. 1935 წელს დაბრუნდა და იქორწინა.. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.. 1937 წელს სამეულმა დააპატიმრა და დახვრიტეს…. კლარა მაჭარაშვილი დაბადებული არც იყო, მას მამისაგან სახსოვრად მხოლოდ ეს საათი შემორჩა, დღეს ეს ყველაზე ძვირფასი ქართველ ხალხს უსახსოვრა.. ძალიან ვაფასებთ ჩვენი მისამართით გამოხატულ ამ დიდ ნდობას.. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი კლარას მამა ძალიან ამაყი იქნებოდა“, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები