კიევში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
კიევში, დაახლოებით 1,1 მილიონი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ამის შესახებ უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის YASNO DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი კოვალენკომ განაცხადა.
„სამწუხაროდ, კიევში სისტემის მდგომარეობა პრაქტიკულად არ იცვლება. ერთი დღით თითქმის მთელი ქალაქი დაიკეტა – დაახლოებით 1,1 მილიონი მომხმარებელი. ჯერ აღდგენასთან მიახლოების იმედიც არ გვაქვს. ფაქტობრივად, ახლა 50%-ით ნაკლები სიმძლავრე გვაქვს“, – წერს კოვალენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.