თალიბანმა ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

თალიბანმა ავღანეთში ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის უმაღლესი განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

„ყველას გაცნობებთ, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოდან ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ, ქალებისთვის უმაღლესი სასწავლებლების კარი ღია დარჩა, თუმცა ისინი ლექციებს მამრობითი სქესის სტუდენტებისგან განცალკევებულნი უნდა დასწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები