დენის შმიგალი: რუსეთს სურს ახალი წლისთვის უკრაინელები ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, ჩვენ ვემზადებით შეტევებისთვის
რუსეთი შესაძლოა უახლოეს მომავალში უკრაინის ენერეგტიკულ ობიექტებს კვლავ დაესხას, იმისთვის, რომ უკრაინელები 2023 წელს ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ. ამიტომ, ხელისუფლება აპირებს ჯარების რაოდენობის სამჯერ გაზრდას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ენერგოსისტემა თითქმის ყოველდღიურად იბომბება, სტაბილური ენერგომომარაგების აღდგენის პროგნოზის გაკეთება კი უბრალოდ შეუძლებელია.
როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ უნდა შექმნას გაზვიადებული მოლოდინები.
„ამიტომ, ვეუბნებით ხალხს სიმართლეს, რომ სიტუაცია რთულია, რომ სინათლე შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, რომ ენერგოსისტემაში ვითარება შეიძლება გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს ინტენსივობისა და ახალი მასის მიხედვით“, – განაცხადა დენის შმიგალმა.