რუსეთში, გაზსადენზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ჩუვაშეთის ვურნარის რაიონში, მილსადენ ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მონაკვეთზე აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი დაშავდა.
ჩუვაშეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა გაზსადენზე, რომლითაც ბუნებრივი აირს, უკრაინის ტერიტორიის გავლით, ევროპა იღებს.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი ჩებოკსარიდან 50 კილომეტრში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, გაზსადენზე გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს აირმა გაჟონა, რის გამოც მიწისქვეშა მილსადენზე გაჩნდა ხანძარი.
მომხდარის გამო გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება