რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა

რუსეთი წელს 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსული IT კომპანიების დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 10%-ია.

ამის შესახებ რუსეთის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა, მაკსუტ შადაევმა განაცხადა.

”თუ ავიღებთ IT სპეციალისტების გასვლის ორ ტალღას, ქვეყანა დატოვა და არ დაბრუნებულა IT კომპანიების თანამშრომლების 10%-მა. ბევრი დაბრუნდა. მაგრამ თუ მთლიანობაში ავიღებთ, დაახლოებით 100 ათასი IT სპეციალისტი იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – თქვა მინისტრმა დუმის სხდომაზე გამოსვლისას.

რუსეთის მმართველი “ედინაია როსია” გეგმავს სახელმწიფო სათათბიროს კანონპროექტი წარუდგინოს, რომელიც კრძალავს დისტანციურ მუშაობას მათთვის, ვინც დატოვა რუსეთი და დაკარგა საგადასახადო რეზიდენტობა.

აკრძალვას დაქვემდებარებული პროფესიების საბოლოო ჩამონათვალს მთავრობა დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები