თემურ კუპატაძე: მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები – დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის  – თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თემურ კუპატაძემ განაცხადა.

„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები