ჩინეთში კორონავირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში 19 დეკემბერს 2 პაციენტის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.
ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს უკვე 5,242-ე გარდაცვალებაა.
თუმცა, როგორც Reuters-ს საექსპერტო საზოგადოებაში განუცხადეს, მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვი ეპარებათ.
ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება და მასთან ერთად სიკვდილიანობაც იმატებს, უახლოეს თვეებში ჩინეთის მოსახლეობის 60% შეიძლება, დაინფიცირდეს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს შეადგენს; ასევე, შესაძლოა, 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპოს.