თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულის მორიგი წარმატება პოლონეთში

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში კაროლ ლიპინსკის სახელობის მუსიკის აკადემიაში, 16-იდან 18 დეკემბრის ჩათვლით,  საგუნდო დირიჟორობის მეცხრე საერთაშორისო კონკურსში – “Towards Polyphony”  ყველა ეტაპი წაარმატებით დაძლია და პირველ ადგილი დაიკავა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურდამთავრებულმა სოფიო ხუციშვილმა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ტურისთვის შეირჩა 16 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, საფრანგეთი, კანადა, ჰონკონგი).
კონკურსის სამივე ტური ორ ეტაპს მოიცავდა და სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები სრულდებოდა: პოლონური რომანტიზმის, პოლონური და იტალიური ბაროკოს ეპოქის, პოლონური თანამედროვე მუსიკის ნიმუშები, მეოცე საუკუნის ფრანგული და ამერიკული მუსიკა.
სოფიო ხუციშვილმა, ძველი მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ასევე – მიოღო სპეციალური ჯილდო ავსტრიის საკონსულოსგან,
კონკურსში მონაწილეობდა პოლონეთის ხუთი სხვადასხვა წამყვანი საგუნდო კოლექტივი: Paderewski Chamber Choir, Senza Rigore Chamber Choir, Vocal Ensemble Rondo, Chor Feichtinum და ფინალში მონაწილეობდა პოლონეთის ეროვნული მუსიკალური ფორუმის პროფესიული გუნდი NFM Choir.
სოფო ხუციშვილი სწავლობდა ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (პროფესორ ლ. ჭონიშვილის კლასი). კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ (2019 წ. ასოც. პროფ. მ ედიშერაშვილის კლასი) ERASMUS + ის პროგრამით სწავლობდა ავსტრიაში, ქ. ვენაში.
2020 წელს იქვე ჩააბარა მისაღები გამოცდები სადირიჟორო ფაკულტეტზე და ამავე წლიდან ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია საგუნდო დირიჟორობაში Alois Glaßner ალოის გლასნერის კლასში. პარალელურად 2022 წლიდან სწავლობს საორკესტრო დირიჟორობას Sian Edwards შონ ედვარდსის კლასში.
2021 წლიდან – საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტიპენდიატია.
ვენაში მუშაობს როგორც ასისტენტ დირიჟორი ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილარმონიაში, ასევე ხელმძღვანელობს საეკლესიო გუნდს და 2022 წლიდან ვენის კაპელა ალბერტინას სამხატვრო ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები