GORBI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შესახებ უსამართლო იყო

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, „უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ჯერ არა – თქვენი აზრით, სამართლიანია თუ უსამართლო, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა?“ – გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება იყო უსამართლო. 35% მიიჩნევს, რომ იყო სამართლიანი, არ იცის ან შეკითხვის პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 14%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები