GORBI: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 23% – „ნაცმოძრაობას“

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 23%, „ლელოს“ – 3%, „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 3%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 3%, „ევროპულ საქართველოს“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ – 3%, „გირჩს“ – 2%, „მოქალაქეებს“ – 2%, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 1%, „საქართველოსთვის“ – 1%. გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები