GORBI: ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შორის ყველაზე დიდი ნდობით ჯარი და პოლიცია სარგებლობს
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით თითოეულ ამ ინსტიტუტს/ორგანიზაციას? – რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 89% ენდობა ჯარს, 69% – პოლიციას, 60% – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 55% – მთავრობას, 53% – პარლამენტს, 52% – ცესკოს, 51% – პროკურატურას, 50% – სასამართლოს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 31% ენდობა არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ხოლო 23% „სამართლიან არჩევნებს“.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.