GORBI: გამოკითხულთა 46% ეთანხმება მოძრაობა „ხალხის ძალის“ ქმედებებსა და შეხედულებებს, 45% – არ ეთანხმება
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ქმედებებსა და შეხედულებებს, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ეთანხმება, 45% – არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 9%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.