ბათუმში „ნაცმოძრაობის“ წევრს კვერცხები ესროლეს
ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ჟურნალისტთან საუბრისას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.
“თავის სახელსა და გვარს ეს ადამიანი საგულდაგულოდ მალავდა. ასე ლაჩრულად, როდესაც “ფორმულას” პირდაპირი ჩართვა გვქონდა, უკნიდან მოგვეპარა, დაიწყო კვერცხების სროლა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემი და ჟურნალისტის მიმართ. ამ დროს ვსაუბრობდი, რომ თუ ასე გაგრძელდა, ბელარუსის გზას ვადგავართ-მეთქი, სადაც კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები ქვეყანაში ან არ არიან, ან გარბიან, ან კვდებიან, ან უგზო-უკვლოდ იკარგებიან-თქო. სამწუხაროა”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.