უკრაინის არმიამ დონეცკის მახლობლად მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონული ცენტრი იასინოვატაია აიღო

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს დონეცკის მახლობლად ქალაქ იასინოვატაიას აღება მიულოცა. ეს ინფორმაცია პოროშენკოს ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. “უკრაინის სამხედრო ძალების 95 – ბრიგადამ კონტროლი დაამყარა დონეცკის მახლობლად არსებულ რაიონულ ცენტრ იასინოვატაიაზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. უკრაინული დროშა აღმართულია! ნაციონალური არმია ასრულებს ბოევიკების ცალკეული ჯგუფების ძიებას და ლიკვიდაციას. დიდება უკრაინას!” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მილოცვაში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები