კაშია – კვარაცხელიაზე: ზოგჯერ ვარსკვლავებს სპეციფიკური ხასიათი აქვთ, ​ის კი ამ მხრივაც გამორჩეულია – თავმდაბალი და ძალიან მაგარი ადამიანია

“ზოგჯერ ვარსკვლავებს სპეციფიკური ხასიათი აქვთ, ​ის კი ამ მხრივაც გამორჩეულია – თავმდაბალი და ძალიან მაგარი ადამიანია”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას განაცხადა.

კაშიას თქმით, მთელი საქართველო ხვიჩას დიდი ქომაგია და მის თამაშებს მოუთმენლად ელის.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ ხვიჩას ველაპარაკეთ და წარმატება მივულოცეთ. ზოგჯერ ვარსკვლავებს სპეციფიკური ხასიათი აქვთ, ​ის კი ამ მხრივაც გამორჩეულია – თავმდაბალი და ძალიან მაგარი ადამიანია.

მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ხვიჩას დიდი ქომაგია და მის თამაშებს მოუთმენლად ელის. მსიამოვნებს და ამაყი ვარ, რომ კვარაცხელია ქართველია“, – თქვა კაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები