მამუკა მდინარაძე – კარგი მთავრობის ინდექსი და ამაში ლიდერობა, ნიშნავს ობიექტურ კრიტერიუმებზე, ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა კლიშეებსა და დაბრალებებზე აგებულ რეალობას

ამაყად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო არის ისე დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ეს არის უზრუნველყოფს ყველა დანარჩენი კარგ ამბებს, რაც გვესმის ხოლმე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კარგი მთავრობის ინდექსი და ამაში ლიდერობა, ნიშნავს ობიექტურ კრიტერიუმებზე, ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა კლიშეებსა და დაბრალებებზე აგებულ რეალობას.

„მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები რეალურად, ობიექტურად ასახავენ ხოლმე საქართველოში არსებულ ვითარებას. კარგი მთავრობის ინდექსი და ამაში ლიდერობა, ნიშნავს ობიექტურ კრიტერიუმებზე, ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა კლიშეებსა და დაბრალებებზე აგებულ რეალობას. არის კონკრეტული კრიტერიუმები, სადაც კარგი მთავრობის ინდექსი განისაზღვრება ფაქტობრივი მოცემულობების მიხედვით და ეს ფაქტობრივი მოცემულობა ვერ შეიცვლება, რაღაცა ან არსებობს, ან არ არსებობს.

საშემოსავლო გადასახადს იხდიდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ახლა იხდის სხვა რაოდენობა და ეს რაოდენობა ამ 100 ათასობით ადამიანში ჩვენს ქვეყანაში, ერთ შემთხვევაში იყო 13 მილიარდი, მეორე შემთხვევაში არის 33 მილიარდი. ეს არის ფაქტი და ფაქტს ვერ და არ ამახინჯებს არც ერთი ობიექტური კვლევითი ორგანიზაცია. შესაბამისად, ასეთი მონაცემები გვაქვს ხოლმე”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები