მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ
„ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ”,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, მალე მოვა ის დრო, როდესაც ურთიერთობები ყველასთან დალაგდება.
“განათლება ყველაფერს მოგვიტანს, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება. როდესაც უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ვჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვამს. ეკლესია არ დაუშვებს ამას, პირდაპირ გეუბნებით. მალე მოვა ის დრო, როდესაც ურთიერთობები ყველასთან დალაგდება. მთავარია, ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.