ისრაელი ბეირუთის სამხრეთ რაიონებზე ახალ იერიშებს იწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია იუწყება.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაარღვია და ისრაელის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმები განახორციელა.

სამიზნედ დასახელებულია ბეირუთის სამხრეთ რაიონი დაჰიეა, რომელიც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად მიიჩნევა.

ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები კვლავ გააქტიურდა, მიუხედავად აპრილში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა. მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები