ეკა სეფაშვილი: გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უნდა მეტყველებდეს ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სეფაშვილმა გაიხსენა ისიც, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული:
„საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი. ისინი კი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად. გერმანიის მმართველობა არის მოქცეული იმ ძალების გავლენის ქვეშ, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანიას მართავენ ის ძალები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ცდილობენ საქართველოზე გავლენის მოხდენას.
„გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე. გავიხსენოთ ისიც, რომ მათ ვებ-გვერდზე არ არის შეცვლილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. კერძოდ, ის, რომ საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი. ისინი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად. გერმანის მმართველობა არის მოქცეული იმ ძალების გავლენის ქვეშ და იმ ძალების დავალებას ასრულებს, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველა მხრიდან საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.