ნეპალში წყალდიდობის შედეგად, 84 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად, 84 ადამიანი დაიღუპა 156 კი დაკარგულად ითვლება. გადაუღებელი წვიმის გამო, ქვეყნის 20 რაიონში მეწყერი ჩამოწვა.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. დატბორილია რაიონული ცენტრები. სტიქიის ზონიდან 4 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. მათთვის დროებითი საცხოვრებლები მზადდება.
მათთვის კი, ვინც ამ დრომდე სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში რჩება, მედიკამენტები ვერტმფრენებით ჩააქვთ.
ერთი კვირის წინ მოსული გადაუღებელი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა კატმანდუდან 60 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები