გივი მიქანაძემ ისრაელის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ისრაელის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება.

დეპუტატი ღონისძიებაზე გამოვიდა ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა და ქნესეთმა (ისრაელის უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო) შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიკრიბება და ბიზნეს ინვესტირების ხელშეწყობისა და ბიზნესის დაახლოვების საკითხებზე იმსჯელებს.

„ჩვენ ვაშენებთ ხიდებს ქვეყნებს შორის”, – ამ დევიზით მიმდინარეობს კვირეული, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი”.

წელს ისრაელის კვირეულის თემატიკა ბიზნესი, კულტურა, სახალხო დიპლომატია და საერთაშორისო საქმიანობაა. ისრაელის დელეგაციას ქნესეთში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავიდ ბიტანი ხელმძღვანელობს. დელეგაციის 100 წევრიდან თითქმის ნახევარი ქალია; ისინი საქართველოში, ბიზნესითა და გენდერული საკითხებით არიან დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ბიზნესჯგუფებში არიან მსხვილი და წამყვანი გაერთიანებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ჰადას მეიცადი, საქართველოში ისრაელის სახლის ხელმძღვანელი – იცოკ მოშე, სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები