ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს – ჩამოგდებულია 15-მდე დრონი, საჰაერო განგაში გრძელდება
რუსმა ოკუპანტებმა კიევი და კიევის რეგიონი დაბომბეს. დილიდან დედაქალაქში ამუშავებულია საჰაერო განგაშის სისტემა, მუშაობს საჰაერო თავდაცვა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ დაწერა, იერიში 20-ზე მეტი ირანული “შაჰიდებით” განხორციელდა, 15-მდე კი ჩამოგდებულია.
მისი ინფორმაციით, საავარიო სამსახურები შედეგების აღმოფხვრას შეუდგნენ.
მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ აფეთქება იყო სოლომენსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.
ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.