ქობულეთში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორგაძეებში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. 25 წლის წინ აშენებული კაპიტალური ორსართულიანი სახლის აივნები მთლიანად ჩამოიშალა.
ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზარალებულ დიასამიძეების ოჯახს ღამის გათევა ახლობლებთან მოუწევთ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. ჯერჯერობით ნგრევის ზუსტი მიზეზები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები