რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომი უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Suddeutsche Zeitung -თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინთან მოლაპარაკება აუცილებელია.
კანცლერის თქმით, გერმანიის მიზანია რუსეთის აგრესიული ომის შეჩერება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა: „ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკება“.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს
„პუტინმა უნდა შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს ჯარი და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა. პუტინო, დაასრულე ეს ომი!“, – განაცხადა შოლცმა.