კაზანტიპის პრეზიდენტი: ჩავთვლი, რომ სასულიერო პირები კანონს დაარღვევენ

“კაზანტიპის” პრეზიდენტი ნიკიტა მარშინოკი 19 აგვისტოს ანაკლიაში დაანონსებულ სასულიერო პირთა აქციის თემას გამოეხმაურა.
“ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას მორწმუნეებისადმი, თუმცა აქვე ვაცხადებ, რომ მუსიკალურ ღონისძიებას არავითარი კავშირი არა აქვს რწმენასთან. ვისაც რისიც სჯერა ის უნდა სწამდეს. თუკი ხმაური აწუხებთ, მაშინ ცოტა უნდა დაშორდნენ ამ ადგილს. ამ ქვეყანაში ხომ აკრძალულია არასანქცირებული მიტინგები და თუ ისინი შემოვლენ, ჩავთვლი, რომ მიტინგი არასანქცირებულია”, – აცხადებს ნიკიტა მარშინოკი.
19 აგვისტოს ღვთისმშობლის კვართს ზუგდიდის მშენებარე საკათედრი ტაძარში დააბრძანებენ, ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, პარაკლისის აღვლენის შემდეგ, სასულიერი პირები ანაკლიაში გადაინაცვლებენ.
“კაზანტიპი” ანაკლიაში 20 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტომდე გასტანს.
დღის ბოლომდე რესპუბლიკა ZT-ის ტერიტორიაზე ინფრაქსტრუქტურული სამუშაოები დასრულდება. ხვალ საღამოს კი, კაზანტიპის თვითაღიარებულოი მთავრობა გენერალურ რეპეტიციას ჩაატარებს. ანაკლიაში სამი სცენა იქნება, უკვე დამონტაჟებულია 250 კარავი.
“კაზანტიპზე”, სულ, 35 ათას ვიზიტორს ელოდებიან, აქედან, 21 ათასზე მეტი უკრაინელი და ქართველი გოგონა უკვე დარეგისტრირებულია, რომლებმაც “კაზანტიპის” ვიზა უფასოდ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები