ამირან სალუქვაძე – სააკაშვილის ოჯახზე: ექიმების ჩამოყვანის ნაცვლად დაიქირავეს პიარ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მსოფლიოს სააგენტოებში სტატიებს აქვეყნებს

სააკაშვილის ახლობლებს რამდენიმე კვირის წინ უთხრეს: თუ თვლით რომ ცუდადაა და კვდება, თუ თვლით, რომ აქაური ექიმები რაიმეს აკლებენ, ჩამოუყვანეთ ნებისმიერი ექიმიო, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ექიმების ჩამოყვანის ნაცვლად, შეთავაზებიდან მეორე დღეს, დაიქირავეს პიარ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მსოფლიოს სააგენტოებში სტატიებს აქვეყნებს.

„როცა ახლობელი ჰყოლია ვინმეს საავადმყოფოში, რამდენჯერ მიუყვანიათ ვინმე ცნობილი ექიმი, პროფესორი. ამას არც კლინიკები აღიქვამენ უარყოფითად. ხშირად იქით სთავაზობენ. ამოდიან იქიდან, რომ ყველა ადამიანი განიცდის ახლობლის ჯანმრთელობის გამო.

სააკაშვილის ახლობლებს რამდენიმე კვირის წინ უთხრეს: თუ თვლით რომ ცუდადაა და კვდება, თუ თვლით, რომ აქაური ექიმები რაიმეს აკლებენ, ჩამოუყვანეთ ნებისმიერი ექიმიო.

ისიც კი უთხრეს, რომ სახელმწიფო გადაიხდიდა საფასურს, თუმცა მულტიმილიონერ ოჯახს ფინანსების პრობლემა არ აქვს.

გადის რამდენიმე კვირა და თითი არ გაუნძრევიათ ვინმეს ჩამოსაყვანად. რატომ?

ექიმების ჩამოყვანის ნაცვლად, შეთავაზებიდან მეორე დღეს, დაიქირავეს პიარ ჯგუფი, რომელიც სტატიებს აქვეყნებს მსოფლიოს სააგენტოებში სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. რატომ?

თუ ასე ცუდადაა, ზომებს რატომ არ იღებენ სამედიცინო კუთხით! ერთი პროფესორი მაინც ჩამოეყვანათ საზღვარგარეთიდან? აწი რომც ჩამოიყვანონ, აღარ იქნება დამაჯერებელი.

ამ დღეებში გაირკვა, რომ სააკაშვილის მკურნალობა „ვივა მედში“ ბიუჯეტს  200 ათასი დაუჯდა. ეს ისე…

ასევე გაირკვა, რომ ანალიზები გაიგზავნა საზღვარგარეთ საწამლავი ორგანიზმში აღმოჩენილი არ იქნა“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები